ტექნიკური გადატრიალების ხანამ საგანმანათლებლო სივრცე ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ეპოქის ლაბირინთებში გაგნება წარმოუდგენელია ციფრული ტექნოლოგიების გარეშე. რომლებმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო დაიპყრო და გამონაკლისი არც განათლებაა. თანამედროვე სკოლის უმთავრესი მიზანი 21-ე საუკუნის მოქალაქის აღზრდაა, მოსწავლეების სამომავლო ცხოვრებისთვის მომზადება და მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების მიცემა. მნიშვნელოვანია სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროცესში , რომელიც ტრადიციული განათლების სისტემას ჩაანაცვლებს. მიზანი ერთია-სწავლის პროცესი უფრო ეფექტური, სახალისო და რაც მათავარია, სასურველი გახადოს.
ჯერ კიდევ ცნობილი განმანათლებელი ჯონ დიუი (1859-1952) ამტკიცებდა, რომ სწავლის პროცესი გაცილებით ეფექტური მაშინ არის, როცა სწავლების მეთოდი პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრეატიული მიდგომებისა და განსხვავებული სწავლების დამკვიდრება, რომელიც წარმოუდგენელია სკოლაში ციფრული კულტურის განვითარების- ტექნოლოგიურ ინოვაციების გარეშე.
ვფიქრობთ, ჩვენი სკოლის მონაწილეობა პროექტში - „ციფრული სკოლა-საქართველო“-თანამედროვე გამოწვევების წარმატებით დაძლევას შეუწყობს ხელს.
ბლოგის შაბლონი და დიზაინი მომეწონა. მთავარია, შინაარსიანი და საინტერესო მასალებით გავამდიდროთ.წარმატებები!
ReplyDelete