,,ციფრული სკოლა საქართველო"-პროექტის ფარგლებში 2019 წლის 11 მარტს ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა. ტრენინგში მონაწილეობდა 4 სკოლა: ხაშურის N1, N3 და გორის N3, N9 საჯარო სკოლები.
(ტრენერები: ნანა ედიშერაშვილი და ელენე ბეთლემიშვილი)
(ტრენერები: ნანა ედიშერაშვილი და ელენე ბეთლემიშვილი)
შეხვედრა დაიწყო ურთიერთგაცნობით.
ტრენინგისა და, ზოგადად პროექტის მიმართ ჩამოვაყალიბეთ, როგორია ჩვენი მოლოდინი. შემდეგ Padlet.com-ის სამუშაო დაფაზე გადავტანეთ"მოლოდინების სტიკრები".
ტრენერებმა გააკეთეს პრეზენტაცია, გაგვაცნეს პროექტის მიზნები და მიზნის შესაბამის აქტივობები. წარმოგვიდგინეს სამოქმედო გეგმა. გაგვაცნეს სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმა, რომლებზეც მოგვიწევს მუშაობა.
შევუერთდით Edmodo.com-ზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს.
ტრენინგის მსვლელობისას გვქონდა საკმაოდ საინტერესო დავალება - ქეისების განხილვა. ჯგუფებში განვიხილეთ სხვადასხვა ქეისი ოთხი ესტონური სკოლის მოდელის მაგალითზე, რის შემდეგაც წარმოვადგინეთ პრეზენტაციები.
გავეცანით ინტერნეტ პლატფორმას Selfie.com. დავრეგისტრირდით და მივიღეთ დავალება სკოლებში კვლევის ჩატარებისა და მისი ანალიზის შესახებ.
ტრენინგის პირველი დღე საინტერესო და შინაარსიანი იყო.
0 Comments:
Post a Comment