დღე მეორე


მეორე სატრენინგო დღე

30.03.2019

მეორე სატრენინგო დღე დაიწყო საშინაო დავალების პრეზენტაციით. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა საკუთარი სკოლის თვითშეფასების რეპორტი. კერძოდ, პასუხები გაეცა შემდეგ კითხვებს:

1.        როგორ ცვლიან ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პრაქტიკას სკოლაში?
2.        რა არის ძირითადი აღმოჩენები რეპორტში
3.        სად აქვს სკოლას მაღალი და დაბალი ინდიკატორები
4.        სად არის ყველაზე დიდი განსხვავებები ჯგუფების პასუხებში
5.        რას გეუბნებათ ეს ინდიკატორები

 დავალების ანალიზის შემდეგ ტრენერებმა გაგვაცნეს დღის აქტივობები:

1. დიზაინი და აზროვნება  - როგორც მეთოდის გაცნობა
2. ციფრული სარკე
3. ინტერნეტპლატფორმების Trello.com და  Edshelf.com გაცნობა

ტრენინგის ბოლოს,  მესამე სატრენინგო დღისთვის მივიღეთ საშინაო დავალება

1. ციფრულ სარკეში ანგარიშის შექმნა, რომელიც რეალურად ასახავს თქვენს თვითშეფასებას სამი მიმართულებით. ჯერ შეავსებს დირექტორი, შემდეგ მიწვეული გუნდის წევრები. მოცემული რეპორტი და სელფის შედეგები დაგეხმარებათ მეორე დავალების შესრულებაში. 2. ვმუშაობთ ფიქრისა და დიზაინის მეთოდოლოგიით და ვამუშავებთ პირველ ფაზას "აღმოჩენები". მოცემულ ფაზას აქვს სამი საფეხური შესაბამისი სამუშაო ფურცლებით.  

0 Comments:

Post a Comment